ბელორუსში პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატის სოლიდარობის აქცია გრძელდება

0
424

ბელარუსში პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატის მხარდამჭერ მიტინგზე კვლავ ათასობით ადამიანი მივიდა. პატიმრობაში მყოფი ბლოგერის, სერგეი ტიხანოვსკის მეუღლის, სვეტლანა ტიხანოვსკაიას მიერ ორგანიზებულ მიტინგზე სხვადასხვა ცნობებით 7-დან 10 ათასამდე ადამიანი შეიკრიბა.

ქალაქ გროდნოში გამართულ აქციაზე გამოსვლისას ტიხანოვსკაიამ საკუთარ თავს „ცვლილებების სიმბოლო“ უწოდა და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლების პირობა დადო. ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნები 9 აგვისტოს გაიმართება.

paqtebi.ge

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ