ბელორუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებზე ლიდერობს მოქმედი პრეზიდენტი, რომელმაც ხმათა 80.23 % მიიღო. მეორე ადგილზე კი მოქმეგი ოპოზიციონერის მეუღლე სვეტლანა ტიხონოვსკაიაა, რომელმაც ხმათა 9.9% მიიღო.
წუხელ გვიან ღამე არჩევნების წინასწარი დათვლებით უკმაყოფილო საზოგადოების ნაწილი გამოვიდა ქუჩებში რათა დაეცვათ, როგორც თვითონ ამბობდნენ მიტაცებული ხმების რაოდენობა. თუმცა ხელისუფლებამ ყველა ღონე იხმარა, რათა დაეშალა საპროტესტო ტალღა.
ინფორმაცია დაკავებულებსა და დაშავებულებზე ჯერჯერობით არ არსებობს. მთელი ქვეყნის მასშტაბით გამორთულია ინტერნეტ კავშირი. მუშაობს მხოლოდ მობილური ტელეფონები.
შეგახსენებთ, რომ საპროტესტო გამოსვლები დაფიქსირდა ათეულობით ქალაქებში.
Loading…