პროტესტის ნიშნად, ბელარუსი ტელეწამყვანები სახელმწიფო ტელეარხებს ტოვებენ. კერძოდ, სახელმწიფო ტელეარხები „ბელარუს 1“ და „ონტ“ ხუთმა ტელეწამყვანმა დატოვა.
„ცოტანი ვართ, მაგრამ ვართ“, — დაწერა ტელეარხ „ონტ“-ს ტელეწამყვანმა, ოლგა ბოგატირევიჩმა სოციალურ ქსელ „ინსტაგრამში“.
„რა დაემართა ჩემს ბელარუსს? 2009 წლიდან ვმუშაობ ტელევიზიაში. გადავწყვიტე, რომ ჩემი დღევანდელი ეთერი ტელეარხ „ბელარუს 1“-ზე ბოლო იქნება“, — დაწერა ევგენი პერლინმა.
Loading…