ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატმა, სვეტლანა ტიხონოუსკაიამ გამოაქვეყნა ხელისუფლებისა და ამომრჩევლებისადმი მიმართვა

0
725

ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ გამოაქვეყნა ხელისუფლებისა და ამომრჩევლებისადმი მიმართვა:

„მე ვარ სვეტლანა ტიხანოვსკაია. ჩვენ არ გვაქვს ინტერნეტი. მთელ ინფორმაციას ვიღებთ SMS შეტყობინებებით. ეს არის ძალიან საგანგაშო და წყვეტილი ინფორმაცია. ვთხოვ ყველას, ვინც ახლა იღებს გადაწყვეტილებებს და პირველ რიგში სპეცდანიშნულების რაზმების მეთაურებს: არ გამოიყენოთ ძალა მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ. გთხოვთ, პროვოკაციის შემთხვევაში მიმართეთ მხოლოდ თანაზომად და ყველაზე აუცილებელ ზომებს. ახლა აზრი არა აქვს არავითარ ძალისმიერ დაპირისპირებას, ქვეყანა შეიცვალა. მშვიდობიან პროტესტს ძალადობით არ უნდა ვუპასუხოთ. ჩვენ უნდა მოვუფრთხილდეთ თავს, უნდა მოვუფრთხილდეთ ყველა ბელორუსს.მე ხაზს ვუსვამდი, რომ ჩვენ ვმოქმედებთ მხოლოდ კანონის ფარგლებში და მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანად. კიდევ ერთხელ ვთხოვ ამომრჩევლებს: არავითარი პროვოკაცია. არ მისცეთ თქვენ მიმართ ძალადობის საბაბი. გთხოვთ, არ დაუშვათ პროვოკაცია. მე ვიცი, რომ დღეს დილით ბელორუსები ახალ ქვეყანაში გაიღვიძებენ და იმედი მაქვს, რომ ხვალ მხოლოდ კარგი ამბები გველის. გთხოვთ, შეაჩერეთ ძალადობა. პირველ რიგში — ოფიცრებო, მე ვიცი, რომ თქვენ შეგიძლიათ ამის გაკეთება და უნდა გააკეთოთ ეს“. „ლუკაშენკა, წადი!“, „გრცხვენოდეთ“ — სკანდირებდნენ ისინი მინსკის და ბელარუსის სხვა ქალაქების ქუჩებში.

paqtebi.ge

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ