ლიბანის დედაქალაქში, ბეირუთში, ანტისამთავრობო აქციის მონაწილეები, რომლებიც პარლამენტის შენობაში შესვლას ცდილობდნენ, პოლიციამ ცრემლსადენი გაზით დაშალა,
ქალაქის ცენტრში, მოწამეთა მოედანზე 5 000-მდე ადამიანი შეიკრიბა. დემონსტრანტთა ნაწილი სამართალდამცველებს ქვებს ესროდა. მოქალაქეები ოთხი დღის წინ მომხდარ აფეთქებას აპროტესტებენ, ხელისუფლებას გულგრილობაში ადანაშაულებენ და მთავრობის გადადგომას მოითხოვენ.
Loading…