სოცქსელისხვადასხვა

«ბევრი ამბობს, რომ ქრისტიანია, თუმცა ღვთიური სასწაულების არ სჯერა, სისულელედ მიაჩნია თვით ქრისტეს აღდგომაც კი»-დეკანოზი თამაზ ლომიძე

ქ. მიუნხენის წმ. ვახტანგ გორგასლის სახ. ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი თამაზ ლომიძე სოციალურ ქსელში წერს:

«უცნაურ მოვლენას ვაწყდებით ინტელექტუალურ ქართველებში: ბევრი ამბობს, რომ ქრისტიანია, თუმცა ღვთიური სასწაულების არ სჯერა, სისულელედ მიაჩნია და თვით ქრისტეს აღდგომაც კი, ლამაზი ზღაპარია მისთვის. აღდგომას იდღესასწაულებს, მაგრამ გულის სიღრმეში არ სჯერა, რომ ქრისტე მკვდრეთით აღდგა. მაშინ, როცა ქრისტეს ჯვარცმაზე, სიკვდილზე და აღდგომის სასწაულზეა დამყარებული ეკლესიის მთელი რწმენა.

როცა ამგვარ ინტელექტუალებს მორწმუნეებთან უწევთ კამათი, თითქმის შეუძლებელია დისკუსია, რადგან კაცობრივად ჭკვიანები სულელებად თვლიან მორწმუნეებს. ეს შეურაცხყოფად არ უნდა მიიღონ მორწმუნეებმა, რადგან ჩვენ უკვე ვიცით ამ ფენომენის შესახებ. თვით დიდი პავლე მოციქული სიტყვა-სიტყვით ახსენებს ამ პრობლემას ახლა აღთქმაში (1 კორ. 2,12-16).

პავლე ამბობს, რომ ამ კამათის დროს მორწმუნეს უპირატესობა გააჩნია ურწმუნოს წინაშე, რამეთუ მას შეუძლია გაიგოს ხორციელად მოაზროვნე კაცის მდგომარეობა, ხოლო ადამიანურად «ბრძენს» არ ესმის სულიერად მოფიქრალი კაცის. პავლე ამბობს: ჯვარზე მომხდარი ამბავი სიგიჟედ მიაჩნიათ ურწმუნოთ, ხოლო ჩვენთვის, მორწმუნეთათვის ძალაა ღმრთისა. რატომაა ასე? იმიტომ, — ამბობს პავლე, — რომ სულიერი ცოდნის და გულწრფელი რწმენის გარეშე, მხოლოდ ადამიანური სიბრძნით და ჭკუით ცდილობენ გაიგონ ის, რაც სულიერია, «…სიშლეგედ მიაჩნია იგი, და არ შეუძლია იმის გაგება, რომ ეს სულიერად უნდა განსაჯო». ურწმუნო «ბრძენთაგან» განსხვავებით, მორწმუნე მსჯელობს არა კაცური სიბრძნით ნასწავლი სიტყვით, არამედ ღვთის სულისგან განცხადებული ცოდნით და ამიტომაც, სულიერად ესმის სულიერი. მორწმუნის უპირატესობა კი ისაა, რომ მას შეუძლია გაიგოს ურწმუნოსი, რამეთუ თავადაც გამოუცდია ეს მდგომარეობა, ხოლო ურწმუნოს არ შეუძლია სულიერი კაცის გაგება, რადგან არა სწამს. პავლე ასე ამთავრებს ამ მონაკვეთს: ვინაა ის, ვინც ისე შეიცნო უფლის გონება, რომ მასზე გაბედოს მსჯელობა? მხოლოდ ის, ვისაც ღმერთმა მიანიჭა გონება ქრისტესი.

ასე რომ, როცა ფორმალური ქრისტიანები და ქრისტეს აღდგომის და ღვთაებრივი სასწაულის ურწმუნონი განიკითხავთ მორწმუნეებს, იცოდეთ, რომ მორწმუნე სულიერ კაცს ესმის თქვენი მდგომარების, ხოლო თქვენ, მხოლოდ კაცობრივი სიბრძნით, ქრისტესადმი გულწრფელი რწმენის გარეშე ვერასოდეს გაუგებთ მორწმუნეებს. ამას ამბობს ახალი აღთქმა.»

Loading…

მსგავსი პოსტები

«ზურაბიშვილი საფრანგეთის მოღალატეც ყოფილა»-უგულავა

Joni Kvaracxelia

«ხმამ» ახალი ოფისი გახსნა

«გუშინდელი ეთერის შემდეგ საბოლოოდ გამეფანტა «ევროპული საქართველოს» პროდასავლურობის და ოპოზიციურობის ილუზიები»

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი