სოცქსელი

“ბედუკაძის დადგმული ბინძური კადრები ოცნების მთავრობის განკარგულებით სკოლებში ასობით ბავშვს აჩვენეს. ვინ უფრო დამნაშავეა უხამსი კადრების გავრცელებაში?”-დოდონა კიზირია

ამერიკაში  მცხოვრები პროფესორი, დოდონა კიზირია ეკა ბესელიას ფარული კადრების საქმეზე ახალგაზრდების დაკავებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

„ეკა ბესელიას ცნობილი კლიპის მეგობართან გადაგზავნის გამო 16 ახალგაზრდა დაიჭირეს, მათ შორის 19 წლის ანა აროშიძე, რომლის მძიმე ავადმყოფი მამა იმ დღეს გარდაიცვალა, როცა გოგონა პოლიციამ წაიყვანა. ასე რომ მან არ იცოდა, რა ელოდა მის ქალიშვილს.

ალბათ გეხსომებათ, რომ ბედუკაძის დადგმული ბინძური კადრები ოცნების მთავრობის განკარგულებით სკოლებში ასობით ბავშვს აჩვენეს.

ვინ უფრო დამნაშავეა უხამსი კადრების გავრცელებაში?

რატომ არ ეძებენ იმათ, ვინც ბესელიას ეს კადრები გადაიღო და თავდაპირველად გაუშვა სოცქსელში?

თუმცა რას ვკითხულობ, ჩვენი ხალხი ყველაფერს შეეგუა და ამასაც შეეგუება“, – წერს  დოდონა კიზირია.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

“სააკაშვილს შეწყალების გამო სამი წელი მიუსაჯეთ. მათთვის არ იყო დისკრეცია?!”-გიგი უგულავა

“ეს უკვე კატასტროფაა…თუ გაწყდა ნახევარი საქართველო, ვის რაღად უნდა ან ეკონომიკის სიძლიერე?!”

roma sajaia

“რუსეთმა არჩილ ტატუნაშვილი მომიკლა…პარლამენტარებო, თქვენ ის ქართველები ხელმეორედ მოკალით, ვინც რუსულ ოკუპაციას შეეწირა”-მამა პეტრე

დატოვე კომენტარი