განცხადება/მიმართვა

«ბედნიერია ჩვენი ქვეყანა, რომ ასეთი სულიერი მამა ჰყავს»-ბიძინა ივანიშვილი

«ქართული ოცნების» თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა სვეტიცხოველში განცხადება გააკეთა, სადაც საქართველოს პატრიარქის აღსაყდრებიდან 42 წლისთავთან დაკავშირებით წირვა  აღევლინა.

«მოგესალმებით ყველას და გილოცავთ დღევანდელ დღეს. ვულოცავ ჩვენს საყვარელ პატრიარქს, მის უწმინდესობას აღსაყდრებიდან 42-ე წლისთავს. მოგეხსენებათ, როგორი რთული იყო ეს 42 წელი, როგორი განსაცდელი ჰქონდა ჩვენს ქვეყანას, რამდენიმე წლის წინ თუ გნებავთ. 42 წლის განმავლობაში უამრავი გამოწვევა და განსაცდელი გადაიტანა ჩვენმა ქვეყანამ. უდიდესია ჩვენი დედაეკლესიის წვლილი და მისი უწმინდესობის, პატრიარქის წვლილი იმ დაბნეულობის დროს, როდესაც აბსოლუტურად საჭიროებდა ერი სწორებას. ძალიან ხშირად ყველაზე დიდი საყრდენი და სწორებაც სწორედ ეკლესია და მისი უწმინდესობა გახლდათ. დღესაც, მოგეხსენებათ, რომ რთულია ჩვენი ყოფითი თუ სულიერი ცხოვრება და ამას ყველაფერს სჭირდება ძალიან ორგანიზებული და გააზრებული მართვა. როგორც სახელმწიფო, ისე ეკლესია თავის ფუნქციებს ძალიან გააზრებულად და მომართულად ასრულებენ, რათა ჩვენ ყველა გამოწვევა გადავლახოთ და ჩვენი ქვეყანა გამარჯვებისკენ წავიყვანოთ. ბედნიერია ჩვენი ქვეყანა, რომ ასეთი სულიერი მამა ჰყავს. ჯანმრთელობა და დღეგრძელობა ვუსურვოთ ჩვენს საყვარელ პატრიარქს»- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

Loading…

მსგავსი პოსტები

«ვანო მერაბიშვილი და მისი კოლეგები სჯიდნენ ადამიანებს, რაც ხშირად სამწუხაროდ სიკვდილით მთავრდებოდა“-თალაკვაძე მერაბიშვილზე

Joni Kvaracxelia

პატრიარქის მიერ გამოქვეყნებული წერილი ვინ დაწერა ვერ ვიცანი-მეუფე იაკობი

«ხშირად მეკითხებიან, რატომ არ გყავთ მოსწავლეები?-ყველა გაიქცა»-მიხეილ ცაგარელი

roma sajaia

დატოვე კომენტარი