ბაჰრეინსა და ისრაელს შორის ურთიერთობების აღდგენა დაგმო ირანმა

0
94

12 სექტემბერს ირანმა „სამარცხვინო და საძრახისი გადაწყვეტილება“ უწოდა ისრაელსა და ბაჰრეინს შორის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის შესახებ მიღწეულ შეთანხმებას, რომელიც, თეირანის თანახმად, „ისტორიაში შევა, როგორც სკანდალური აქტი“. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბაჰრეინი დაადანაშაულა იმის გამო, რომ მან გაწირა მრავალტანჯული პალესტინელი ხალხი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ხელმეორედ არჩევის სანაცვლოდ. „კიდევ ერთი ისტორიული გარღვევა“, დაწერა ტვიტერით აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა. ერთობლივ განცხადებას ხელი მოაწერეს ბაჰრეინის მეფემ, ჰამად ბინ ისა ალ-ხალიფამ, ისრაელის პრემიერმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ და ტრამპმა.

paqtebi.ge

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ