ბახტაძე: ქრონიკული დაავადების სამკურნალო მედიკამენტების შეძენა პენსიონერებს, შშმ პირებს და სხვა ჯგუფებს ერთ ლარად შეეძლებათ

0
292

საქართველოს პრემიერმა მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქრონიკული დაავადების სამკურნალო მედიკამენტების შეძენა პენსიონერებს, შშმ პირებს და სხვა ჯგუფებს ერთ ლარად შეეძლებათ.

„ქრონიკული დაავადების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამაში შეგვაქვს ცვლილება და დღეიდან არსებული დიფერენცირება იხსნება და სოციალურად დაუცველ პირებთან ერთად ყველა ჯგუფს, პენსიონერებს, შშმპ და სხვა პირებს შეეძლებათ მედიკამენტების შეძენა ერთ ლარად. საუბარი არის 35 დასახელების მედიკამენტზე, რომელიც ძირითადად, მოიხმარება 6 ქრონიკული დაავადებისას, ეს გახლავთ გულსისხლძარღვთა, ფარისებრივი ჯირკვლის, დიაბეტის, ფილტვის, ეპილეფსიის და პარკინსონის დაავადებები და მე საზოგადოებას ვპირდები, რომ გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის ჯიბიდან გადახდილი ხარჯები მედიკამენტებისთვის იყოს მინიმალური,“ — განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ