განცხადებები

ბაჩალიაშვილის ოჯახი გამოძიებას არ ენდობა და საქმეში დამოუკიდებელ ექსპერტს ჩართავენ — მიხეილ რამიშვილი

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, მანქანაში ნაპოვნი მედიკამენტები ფსიქოტროპული პრეპარატები არ არის. ადვოკატი განმარტავს, რომ ზუსტად არ იცის რა მედიკამენტებია და ამას მალე ექსპერტები იტყვიან. რამიშვილი აცხადებს, რომ მოითხოვა მანქანის გადაადგილებისა და კვალის ნიმუშების აღება და მანქანიდან გარდაცვლილის ნივთებიც მისი თანდასწრებით ამოიღეს და დალუქეს. მისი თქმით, ეს იმისთვისააა საჭირო, რომ მტკიცებულებების განადგურება აიცილონ. რამიშვილის განცხადებით, ოჯახი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს და საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტები ჩაერთვებიან. ადვოკატისთვის გაუგებარია, ხუთი დღის განმავლობაში რატომ ვერ აღმოაჩინეს ბაჩალიაშვილი და რატომ იპოვა ის პოლიციის მაგივრად, მწყემსმა.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

გომელაურის გადადგომა «ნაცმოძრაობის» ოცნებაა-ირაკლი კობახიძე

პენსიონერებს, მასწავლებლებს, სამართალდამცველებს, ექიმებს, ჯარისკაცებს ხელფასები გაეზრდებათ

Joni Kvaracxelia

ამ კონფლიქტში რუსეთი არის დამნაშავე — იენს სტოლტენბერგი

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი