სოცქსელი

«ბატონო ირაკლი, გთხოვთ გაეცნოთ სტატისტიკას ციფრებში» — პასუხი ირაკლი ღარიბაშვილს

მინდა გამოვეხმაურო საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის 1 ოქტომბრის განცხადებას, სადაც მან განაცხადა რომ: «ქართული ოცნები-ს ხელისუფლება ერთადერთია, რომლის დროსაც საქართველოს არ დაუკარგავს ტერიტორიები».

უკაცრავად ბატონო ირაკლი, გთხოვთ გაეცნოთ სტატისტიკას ციფრებში…

2013 — მერეთი, ქსუისი, თამარაშენი, ატოცი, დიცი, ავლევი, წნელისი, ბერშუეთი, დირბი, ჯარიაშენი, დირბი, ქვემო ქვიტიანი, ზემო ნიქოზი, დიცი, ერგნეთი, ღოღეთი, კოდა, საკორიანტელო, თვაურები, ახმაჯი;
2014 — ქერე, ოტრევი;
2015 — ბერშუეთი — დასავლეთის ტრასიდან 350 მეტრში — ტრაფარეტები და მავთულხლართი — შეუიარაღებელი თვალით ჩანს;
2016 — ავლევის ტერიტორია;
2017 — წილუბანი, ხურვალეთი, ყარაფილა, ბერშუეთი;
2018 — ატოცი — შეჩერდა პატრიტული ანტისაოკუპაციო მოძრაობის «ძალა ერთობაშია»-ს მიერ და მისი პატრიოტების დავით ქაცარავა -ს, ლაშა ბერულავა -ს, მიშა ბალიაშვილის, ლანა ღვინჯილიას და მათი პატრიოტული გუნდის მიერ;
2019 — გუგუტიანტკარი, ჩორჩანა.

ასევე:

2014-ში გაიტაცეს და მოკლეს დავით ბაშარული;
2016-ში ხურჩაში მოკლეს გიგა ოთხოზორია;
2018-ში — აწამეს და მოკლეს არჩილ ტატუნაშვილი;
2019-ში გაიტაცეს და გალის იზოლატორში მოკლეს ირაკლი კვარაცხელია.

ჩორჩანასა და გუგუტიანთკარში დღესაც მიმდინარეობს უკანონო «ბორდერიზაცია», ბანერების მონტაჟი და მავთულხლართების გავლება!

ბატონო ირაკლი, თუ მე მგონი 2012 წლიდან ხელისუფლებაშია ქართული ოცნება / Georgian Dream და ამ სტატისტიკას, მონაცემებს, მათ შორის ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (European Union Monitoring Mission in Georgia) დასკვნებს თუ გაცნობიხართ ან გსმენიათ რამე მცოცავ ოკუპაციაზე, გავლებულ მავთულხლართებზე, ან ბანერების მონტაჟზე?!

და საერთოდ, რა მოსატანია, მაგრამ — რა პასუხს სცემთ ამ განცხადებით თუნდაც გმირების ოჯახის წევრებს — მათ შორის 2008 წლის, აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირთა ოჯახის წევრებს?!

დავით დონერიანი

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

«თუ ასე გაგრძელდა უბედურება აუცილებლად მოგიკაკუნებთ კარებზე..!»-ნებიერიძე

Joni Kvaracxelia

«ვინ აყურებინა დიდ ეკრანებზე სკოლის მოწაფეებს პორნოგრაფია…გარყვნილი ოცნების დროშა ცოცხია «-გოცირიძე

«ივანიშვილის პარტიას ნამდვილად დედა არა ჰყავს»-სააკაშვილი (ვიდეო)

დატოვე კომენტარი