განცხადებები

„ბატონო ზაზა თქვენი განცხადება ჩემთან დაკავშირებით, უკვე მართლაც პოლიტიკური გზავნილია თქვენი მხრიდან!»-ეკა ბესელია

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამის ზაზა სარალიძის  მოთხოვნას ეკა ბესელიას  დროებითი საგამოძიებო კომისიაში არყოფნასთან დაკავშირებით თავად ეკა ბესელია სოციალური ქსელით  მიმართავს ზაზა სარალიძეს:

„ბატონო ზაზა, კიდევ ერთხელ გიცხადებთ სამძიმარს თქვენ და ყველა დაზარალებულს.

ეს განცხადება რაც დღეს გააკეთეთ ჩემთან დაკავშირებით, უკვე მართლაც პოლიტიკური გზავნილია თქვენი მხრიდან!

მე არცერთ ეთერში და მათ შორის „რუსთავი 2-ის“ ეთერში სადაც თქვენც იყავით არ მიმიცია ჩემი თავისთვის უფლება დამედანაშაულებინეთ რაიმეში! გიცხადებდით და გიცხადებთ სრულ სოლიდარობას.

ნაც. მოძრაობას, რასაც ვეუბნები ეს თქვენ ნამდვილად არ გეხებათ!

ძალიან უცნაურია იმ კომისიაში, სადაც უმრავლესობა ოპოზიციას აქვს და ევროპული საქართველოს, სადაც კომისიის თავმჯდომარე ოპოზიციის წარმომადგენელია, ეკა ბესელიას უცხადებდე უნდობლობას.

ეს უკვე მართლაც ბევრის მთქმელია ჩემთვის…“ — განაცხადა  პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ    ეკა ბესელიამ.

ფაქტები.ჯი

 

მსგავსი პოსტები

«გადავდივართ ქვეყანაში საყოველთაო გავრცელებაზე»-ამირან გამყრელიძე

roma sajaia

«დამანახე ვაჟკაცობა, ერთი ხელი მომიქნიე, შვილს გეფიცები თქვენს გვერდით დავდგები იმ «პრაიდის» აქციაზე»-უფლებადამცველი დავით ლორია(ვიდეო)

«ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით გამოვთქვამ გულწრფელ სამძიმარს სენატორი ჯონ მაკკეინის გარდაცვალების გამო»-გიორგი მარგველაშვილი

დატოვე კომენტარი