«ბატონო გენერალო! მე, ზურაბ პაპასქირი, აფხაზეთის ომის ვეტერანი,, ვუერთდები თქვენს პატრიოტულ მოწოდებას»-ზურაბ პაპასკირი

0
3419

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიკოსი, აფხაზეთის ომის ვეტერანი ზურაბ პაპასკირი, გენერალ დევი ჭანკოტაძის განცხადებას გამოეხმაურა:

«სრული თანადგომა გენერალ ჭანკოტაძეს და საქართველოს ერთგულ ჯარისკაცებს…

ბატონო გენერალო! მე, ზურაბ პაპასქირი, აფხაზეთის ომის ვეტერანი, მეორე საარმიო კორპუსის უფროსი ოფიცერი, ვუერთდები თქვენს პატრიოტულ მოწოდებას და ასევე ვაცხადებ, რომ ჩვენი ქვეყნის „პრეზიდენტი არ შეიძლება იყოს ის, ვინც საქართველოს ომის დაწყებაში დაადანაშაულებს…“-წერს ზურაბ პაპასკირი

შეგახსენებთ რამდენიმე დღის წინ გენერალმა დევი ჭანკოტაძემ თანამებრძოლებთან ერთად განცხადება გააკეთა :

«2008 წელს საქართველოს ჯარი იცავდა თავის სამშობლოს. ჩვენი დაღუპული ბიჭების სულების წინაშე, ჩვენი თანამებრძოლების წინაშე, მთელი საქართველოს წინაშე ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ სიმართლე, საქართველოს არ დაუწყია ომი, საქართველოს ჯარს არ დაუბომბავს მძინარე ქალაქი. ჩვენ ვიცავდით სამშობლოს და მომავალშიც დავიცავთ. რამდენიმე კვირაში საქართველო ახალ პრეზიდენტს აირჩევს, სამხედრო ძალების უმაღლეს მთავარსარდალს. ეს არ შეიძლება იყოს ის ადამიანი, ვინც დაადანაშაულებს საქართველოს ომის დაწყებაში, ვისი ბრალდების საფუძველზეც ჰააგის ტრიბუნალი და რუსი ოკუპანტი ცდილობს, ჩვენ ბიჭები გაასამართლოს, ჩვენი გმირები — ჯარისკაცები, სერჟანტები, ოფიცრები გაასამართლოს.

მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო გააკეთებს სწორ არჩევანს და ეყოლება ღირსეული პრეზიდენტი და ღირსეული უმაღლესი მთავარსარდალი», — განაცხადა  დევი ჭაკნოტაძემ.

ფაქტები.ჯი

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ