კრიმინალი

ბანკიდან 3 მილიონზე მეტი ლარი მოიპარეს-რა მოხდა ბათუმში?

„ლიბერთი ბანკის“ ბათუმის ფილიალის ყოფილ მენეჯერს და კიდევ 14 თანამშრომელს სასამართლოში უჩივიან. მიზეზი მილიონობით თანხის დაკარგვაა. „ლიბერთი ბანკი“ ბათუმის საქალაქო სასამართლოში იმ თანამშრომლებს ედავება, ვისთანაც შრომითი ხელშეკრულებები უკვე შეაჩერა. საქმეს მოსამართლე სალიხ შაინიძე განიხილავს.

საქმის მასალების მიხედვით, ბანკიდან 2 მილიონ 533 ათასი ლარი, 202 ათასი ამერიკული დოლარი და 80 ათასი ევროა დაკარგული. სხვადასხვა ტრანზაქციით 37 პირის ანაბრიდან და პირადი ანგარიშიდან თანხას 2015 წლიდან ითვისებდნენ.

სასამართლოში საქმის განხილვის დაწყებამდე „ლიბერთი ბანკის“ ადმინისტრაციას ახსნა-განმარტება მიაწოდა ბანკის ბათუმის ფილიალის ყოფილმა მენეჯერმა და თქვა, რომ თანხის მითვისება ხელშეკრულებების გაყალბების გზით მოხერხდა, ასევე გაყალბებული შემნახველი ანგარიშების შექმნით. მას ჯერ სასამართლოსთვის ჩვენება არ მიუცია.

წყარო: ბათუმელები

Loading…

 

მსგავსი პოსტები

ქუთაისში სასაფლაოდან ბიუსტი მოიპარეს

Joni Kvaracxelia

ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე სამი პირის დააკავეს

ქალაქ ლუცკში სპეცოპერაცია დასრულდა

დატოვე კომენტარი