“ბიბისის”ინფორმაციით ბანგლადეშში 19 წლის გოგონა ცოცხლად დაწვეს.
ნუსრათ ჯაჰან რაფისს საკუთარი სკოლის ტერიტორიაზე საწვავი გადაასხეს და ცეცხლი წაუკიდეს.
19 წლის მოსწავლემ ნუსრათ ჯაჰან რაფისმა საკუთარი სკოლის დირექტორის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა, დირექტორი რამოდენიმე დღეში პოლიციამ დააკავა.
ქუჩაში აქციები იმართებოდა მოძალადე დირექტორის გათავისუფლებისთვის.
ნუსრათი ერთ-ერთმა გოგონამ სკოლის სახურავზე მოტყუებით აიყვანა, და მოთხოვეს მოძალადე დირექტორის წინააღმდეგ საჩივარი გამოეტანა, გოგონა არ დაეთანხმა და ამის გამო მას ცეცხლი წაუკიდეს.
გოგონამ სხეულის 80 პროცენტის დამწვრობა მიიღო. მან დამნაშავეების დასახელება მოასწრო და 5 დღეში გარდაიცვალა.
Loading…
