დღეს 31 წელი გავიდა ბალტიის გზის მშვიდობიანი აქციიდან რომელიც ბალტიისპირეთის რესპუბლიკებში 1989 წლის 23 აგვისტოს გაიმართა.
ლიტუვის, ლატვიისა და ესტონეთის მოსახლეობამ 600 კმ-ის სიგრძის ცოცხალი ჯაჭვი შექმნა, რომელშიც 2 მილიონამდე ადამიანი მონაწილეობდა, რის შედეგადაც რესპუბლიკების დედაქალაქები რიგა, ვილნიუსი და ტალინი პრაქტიკულად ერთმანეთს დაუკავშირდა.
აქცია მოლოტოვ რიბენტროპის პაქტის 50-ე წლისთავზე გაიმართა და მისი მიზანი მსოფლიო საზოგადოების ყურადღების იმ ისტორიული მოვლენისადმი მიპყრობა იყო, რომელმაც შეცვალა ბალტიის ქვეყნების ბედი.
აქციის ორგანიზატორები ესტონეთის სახალხო ფრონტი, ლატვის სახალხო ფრონტი და საიუდისი ლიტვაში იყვნენ. ბალტიის გზამ მსოფლიო საზოგადოებას ბალტიისპირელი ხალხის სსრკ-დან გასვლის მისწრაფება დაანახა.
საბჭოთა კავშირის ხელისუფლებას არანაირი რეალური ნაბიჯი რესპუბლიკებს შორის ურთიერთობის განმტკიცებისათვის არ გადაუდგამს. დემონსტრაციიდან 6 თვის შემდეგ ლიტუვამ სსრკ-დან გასვლის შესახებ პირველმა გამოაცხადა.