საფრანგეთი და ბალტიის ქვეყნები მხარს უჭერდნენ ბელორუსის საჰაერო სივრცის დახურვას. ლიტვამ უკვე გამოაცხადა შესაბამისი აკრძალვა.
ევროპის რიგმა ქვეყნებმა ორშაბათს, 24 მაისს ისაუბრეს ბელორუსის საჰაერო სივრცის დახურვის თაობაზე მინსკში Ryanair–ის თვითმფრინავის იძულებითი დაშვების შემდეგ. კერძოდ, საფრანგეთის სახელმწიფო მდივანი ევროპულ საკითხებში კლემენტ ბონი ამ ნაბიჯს უსაფრთხოების დაცვასა და საჯარიმო ზომად მიიჩნევს. რადიო BFM / RMC- სთან ინტერვიუში მან განაცხადა, რომ სიტუაცია უნდა განიხილებოდეს ევროპულ და საერთაშორისო დონეზე.
ბელორუსის საჰაერო სივრცის დახურვის იდეას მხარი დაუჭირეს ბალტიის ქვეყნების ლიდერებმა — ესტონეთის პრეზიდენტმა, კერსტი კალჯულაიდმა, ლატვის პრეზიდენტმა, ეგილს ლევიცმა და ლიტვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ. ”სახელმწიფოთა მეთაურებმა განიხილეს ბელორუსზე ზეწოლის ერთობლივი ნაბიჯები, როგორც გუშინ თვითმფრინავის გატაცება ევროკავშირისა და გაეროს ფარგლებში”, — განაცხადა ესტონეთის პრეზიდენტის პრესსამსახურმა.
ბალტიის ქვეყნების მეთაურები თანხმდებიან, რომ აუცილებელია გატაცებული მგზავრების დაუყოვნებლივ გათავისუფლება, ბელორუსის საჰაერო სივრცის დახურვა საერთაშორისო ფრენებისათვის და ბელორუსთან საჰაერო მიმოსვლის შეჩერება, აგრეთვე ევროკავშირის დონეზე ეფექტური სანქციების შემოღება ”ტერაქტის ორგანიზატორებისა და ბელორუსის რეჟიმის წინააღმდეგ”.
შეგახსენებთ, რომ Ryanair– ის თვითმფრინავი, რომელიც 23 მაისს, ნაშუადღევს ათენიდან ვილნიუსისკენ მიემართებოდა, სასწრაფოდ დაეშვა მინსკში, მას შემდეგ რაც ეკიპაჟმა მიიღო ინფორმაცია ბელორუსიის დისპეტჩერებისგან თვითმფრინავის დანაღმვის შესახებ, რომლებიც მითითებებს აძლევდნენ თვითმფრინავს დაშვებულიყო მინსკში. ლაინერის იძულებით დაშვების მიზნით ბელორუსის საჰაერო ძალების მიგ -29 მოიერიშე იქნა აფრენილი. ამას მოჰყვა ის, რომ ბელორუსის უსაფრთხოების ძალებმა დააკავეს Nexta Telegram არხის თანადამფუძნებელი და ყოფილი მთავარი რედაქტორი რომან პროტასევიჩი და მისი მეგობარი გოგონა, რომელიც ბორტზე იმყოფებოდნენ. ბელორუსში ტერორისტების სიაში შეყვანილი ჟურნალისტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, მას ბრალად ედება ექსტრემისტული საქმიანობა.
Пассажиры рейса Ryanair рассказали, как видели истребитель и как после посадки всех вывели и продержали вместе с маленькими детьми взаперти несколько часов, ничего не объясняя. По их словам, изначально было очевидно, что это инсценировка. Вот что они рассказали уже в Вильнюсе pic.twitter.com/gQ83PpnLY0
— DW на русском (@dw_russian) May 24, 2021