ლატვია და ბალტიისპირეთის დანარჩენი ორი ქვეყანა გეგმავენ აუკრძალონ რუსულ გემებს შემოსვლა მათ პორტებში. შესაბამის გადაწყვეტილებას ქვეყნის მთავრობა უკვე ამზადებს.
„რუსული დროშის ქვეშ მცურავი გემები კვლავ ლატვიის პორტებში დადიან, რაც, ჩემი აზრით, მიუღებელია, ამიტომ მთავრობაში შესაბამის გადაწყვეტილებას ვამზადებთ“, — განაცხადა ლატვიის ტრანსპორტის სამინისტროს ხელმძღვანელმა, ტალის ლინკაიტსმა TV3 ეთერში.
Loading…