ბალტიისპირეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლოვი განცხადება

0
189

ბალტიისპირეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი განცხადება საქართველოში არსებული პოლიტიკური სიტუაციის შესახებ:

«ჩვენ, ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები სერიოზულ შეშფოთებას გამოვთქვამთ საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ვითარების გამო და მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას იმოქმედონ თავშეკავებულად, დეესკალაცია გაუწიონ სიტუაციას და მოძებნონ კონსტრუქციული გადაწყვეტა საქართველოსა და მისი ყველა მოქალაქის ინტერესების გათვალისწინებით. ჩვენ ხაზს ვუსვამთ კანონის უზენაესობისა და პოლიტიკური დიალოგის კრიტიკულ მნიშვნელობას არსებული კრიზისის გადასაჭრელად.
ჩვენ შეშფოთებულნი ვართ ნიკა მელიას, მთავარი ოპოზიციური პარტიის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის დაკავებით. ეს ქმნის მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის დიალოგის შესაძლებლობისთვის ძირის გამოთხრის რისკს.
ჩვენ გვჯერა საქართველოს, როგორც თავისუფალი, დამოუკიდებელი და დემოკრატიული სახელმწიფოს მომავლის.
ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მოქალაქეების არჩევანს, დააკავშირონ თავიანთი ქვეყნის მომავალი დემოკრატიულ ტრანსატლანტიკურ საზოგადოებასთან და მიზნად დაისახონ ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაცია. ჩვენ ხაზს ვუსვამთ პოლიტიკური სტაბილურობის მნიშვნელობას საგარეო პოლიტიკის ამ ამბიციური მიზნების მისაღწევად.» — წერია განცხადებაში.

paqtebi.ge

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ