ბალტიისპირეთის ქვეყნები ნავალნის დაკავების გამო რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ითხოვენ

0
96

ლიეტუვას, ლატვიისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ალექსეი ნავალნის დაკავებას ეხმაურებიან. ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსეთის ხელისუფლებას ნავალნის დაუყონებლივ გათავისუფლებას სთხოვენ.

„ალექსეი ნავალნის დაკავება აბსოლუტურად მიუღებელია. რუსეთის ხელისუფლებისგან ალექსეი ნავალნის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ. ევროკავშირმა სწრაფად უნდა იმოქმედოს. თუ ალექსეი ნავალნის არ გაათავისუფლებენ, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხი უნდა განიხილოს“, – დაწერა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარს რინკევიჩსმა სოციალურ ქსელში.

paqtebi.ge

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ