სხვადასხვა

ბათუმში სტალინური რეპრესიების დროს დახვრეტილი 150 ადამიანის ნეშტი იპოვეს(ფოტოები)

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია განცხადებას ავრცელებს.

“საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განკარგულების თანახმად, ფრიდონ ხალვაშის ქ. #338-ში მდებარე საბანაკო შეკრების ბაზა #3-ის გარკვეული ტერიტორია დროებით სარგებლობაში გადმოცემული იყო საქართველოს საპატრიარქოზე. აღნიშნულ ტერიტორიაზე აღმოჩენილი იქნა 1937-1938 წლებში ბოლშევიკური რეპრესიების დროს სტალინური სიების თანახმად დახვრეტილ მოქალაქეთა 4 სამაროვანი, რომელშიც 150-მდე ადამიანის ნეშტი იყო უწესრიგოდ და უპატიოდ განთავსებული. შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებით მოხდა ეპარქიის მიერ მათი ამოსვენება. ა/წ 21 აპრილს, 15:00 საათზე, ბათუმის #3 სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე მოხდება მათი პატივით დაკრძალვა…”-აღნიშნულია ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის განცხადებაში.

ფოტო: F/B ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

ფოთში გაუჩინარებული გოგოს ცხედარი იპოვეს

პატიმრობა თუ გირაო?-მოსამართლე გადაწყვეტილების მისაღებად გავიდა

ანასტასია გუბანოვამ ფიგურულ ციგურაობაში საქართველოს ნაკრებს 67.56 ქულა მოუტანა – ჩვენმა გუდმა ასპარეზობა მეექვსე ადგილზე დაასრულა

დატოვე კომენტარი