ბათუმში საპროტესტო აქციაზე 30 ადამიანი დააკავეს

0
273

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს ბათუმში გამართულ აქციაზე 30 ადამიანი დააკავეს. უწყებაში ამბობენ, რომ მათ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლი) და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან (166-ე მუხლი).

შსს-ს ინფორმაციით, 7 მაისს დაკავებულების ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა, ბრალდებულების გათავისუფლების მოთხოვნით, ბათუმში საპროტესტო აქცია გამართეს, რომლის მსვლელობისას შეეცადნენ ცენტრალური გზის გადაკეტვას.

“პოლიციის არაერთი კანონიერი მოთხოვნის მიუხედავად, აქციის მონაწილეებმა განაგრძეს საზოგადოებრივი წესრიგის დაარღვევა და ძალადობრივი მეთოდებით შეეცადნენ გზის გადაკეტვას”, — აცხადებენ უწყებაში.
http://paqtebi.ge

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ