აჭარაში, ახალგაზრდა მამაკაცმა ვულკანიზაციაში საბურავის გახეთქვის შედეგად ისეთი დაზიანებები მიიღო, როგორიცაა: მრავლობითი მოტეხილობები, სხეულის დაჟეჟილობა და ტვინის შერყევა. ინფორმაცია აჭარის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დადასტურებით, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
გაზეთ “ბათუმელების” ცნობით უბედური შემთხვევა ხელვაჩაურის ერთ-ერთ ვულკანიზაციაში მოხდა. დაშავებული ბათუმის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკა “მედი”-ში გადაიყვანა.
