ბათუმში მომხდარ ინციდენტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. , გამოძიება 156-ე – დევნის და 239-ე – ხულიგნობის მუხლებით დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც ინციდენტში მონაწილე პირები გამოიკითხებიან.
თბილისში კი, ინციდენტში მონაწილე ირაკლი ფანგანის სოლიდარობის ნიშნად, სამოქალაქო აქტივისტთა ჯგუფი აწყობს მსვლელობას საქართველოს პარლამენტიდან პროკურატურამდე.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ბათუმში, პროტესტის ნიშნად, დეპუტატ ჩავლეიშვილს ნაგვის ურნა დაამხეს თავზე.
Loading…
