კრიმინალი

ბათუმში მკვლელობისა და განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბათუმში მომხდარ განზრახ მკვლელობასა და განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული, ძებნილი პირი — 1974 წელს დაბადებული რ.გ. დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს, ღამით, ბათუმში, მეზობლად მცხოვრებ ძმებს — 1972 წელს დაბადებულ ტ.კ.-ს და 1964 წელს დაბადებულ ა.კ.-ს, მათსავე საცხოვრებელ ბინაში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

Loading…

მსგავსი პოსტები

კასპში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

დოლიძის ქუჩაზე 42 წლის მამაკაცი რამდენიმე გასროლით მოკლეს

Joni Kvaracxelia

თბილისში მამაკაცი დაჭრეს-შსს განცხადებას ავრცელებს

დატოვე კომენტარი