covid-19რეგიონი

ბათუმში ეპიდაფეთქებაა!!!

ბათუმში ეპიდაფეთქებაა — აჭარის რეგიონში ინფიცირების დღიური მაჩვენებლის 74%-ია. რეგიონში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი არ ამოქმედდება, თუმცა მზარდი შიდა გავრცელების გამო რეგულაციები მკაცრდება.

ბათუმში შესასვლელთან სპეციალური პუნქტი მოეწყობა, სადაც ოპერატიული შტაბი შესაბამის უწყებებთან ერთად იმუშავებს.

ქალაქში ყველა შემსვლელსა და გამომსვლელს თერმოსკრინინგი ჩაუტარდება. ტესტირებას მხოლოდ ის ადამიანები დაექვემდებარებიან, ვისაც შემოწმების შემდეგ ტემპერატურა დაუდგინდება.

დილიდან, აჭარაში საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე იმყოფება. ისინი რეგიონში მოქმედ სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებს შეხვდნენ და კორონავირუსის გამოწვევებსა და პრობლემებზე ისაუბრეს.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

2021 წლის ზაფხულისთვის ეპიდსიტუაცია 50 % ით გაუმჯობესდება

ხვალიდან კიევში მკაცრი კარანტინი ცხადდება

Joni Kvaracxelia

14 ახალი ინფიცირებული

დატოვე კომენტარი