გუშინ, ბათუმში დისლოცირებული ამერიკული ნაღმოსანი გემი USS Ross (DDG-71) აშშ-ს საზღვაო ძალების რიგით მეორე ხომალდია, რომელიც 2019 წელს საქართველოს ტერიტორიულ წყლებში შემოვიდა. გავრცელებული ინფრომაციით, მას შემდეგ, რაც USS Ross შავ ზღვაში შემოვიდა ამერიკულ ხომალდს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ორი გემი: საპატრულო „ვასილი ბიკოვი“ და სადაზვერვო „ივან ხურსი“ აედევნენ.
ამერიკულ მხარეს, რუსულ შესაძლო პროვოკაციაზე კომენტარი არ გაუკეთებია. თუმცა, ბათუმში, საესკადრო ნაღმოსანი USS Ross-ის(DDG-71) მეთაურმა დეივ კოულსმა აღნიშნა, რომ ვიზიტი რეგიონში უსაფრთხოების ხელშეწყობას ემსახურება.
„ჩვენი ხომალდის ვიზიტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ამერიკის შეერთებული შტატების ერთგულებას ნატოს მოკავშირეების მიმართ, პარტნიორებთან კავშირის გაძლიერებითა და რეგიონში უსაფრთხოების ხელშეწყობით“ — განაცხადა ამერიკელმა სამხედრო მეთაურმა.
პრაიმტაიმი