ბათუმში უხვი ნალექის შედეგად რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. კერძოდ კი, დემეტრე თავდადებულის, შერიფ ხიმშიაშვილის, ლუკა ასათიანის, ლერმონტოვი-ჭავჭავაძის კვეთა, გრიბოედოვი-ჭავჭავაძის კვეთა, შავშეთის ქუჩა. ქალაქში მობილიზებულია ბათუმის წყლის ბრიგადები, სპეციალური ტექნიკა, აქტიურად მიმდინარეობს ამოტუმბვითი სამუშაოები, ზღვაში გამსვლელი არხების გაწმენდითი სამუშაოები და ჭების დასუფთავება.
Loading…