ირაკლი შავაძე, რომელსაც იუსტიციის უმაღლესმა საბჯომ უვადოდ განწესებაზე უარი უთხრა მიზეზად ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავჯდომარესთან დაპირისპირება დაასახელა. ის აცხადებს, რომ დავით მამისეიშვილი მას მართლმსაჯულების განხორციელებაში ხელს უშლიდა. „მე უარი მითხრეს იმიტომ, რომ არ ვარ კოლექტიური მურუსიძე“- ამბობს ირაკლი შავაძე იუსტიციის უმაღლესი საჭოს გადაწყვეტილებას და კონკრეტულ საქმესაც ასახელებს, რის შედეგაც მას დავით მამისეიშვილთან ურთიერთობა დაეძაბა. ირაკლი შავაძე აცხადებს, რომ დავით მამისეიშვილი მას არ აძლევდა საშუალებას, რომ დამოუკიდებლად მიეღო კონკრეტულ საქმეებზე გადაწყვეტილებები, ის ერეოდა მოსამართლის უფლებამოსილებაში. ზუსტად ამ ფაქტს უკავშირდება მისი ჩამოშორება უვადო მოსამართლის პოსტიდან.
