პოლიტიკასამხედრო

ბათუმის ნავსადგურში აშშ-ს მეექვსე ფლოტის ხომალდი შემოვიდა

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაძლიერება და რეგიონში საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ბათუმში ამერიკის შეერთებული შტატების მეექვსე ფლოტის ხომალდი «Oak Hill» შემოვიდა. ეს მისთვის პირველი ვიზიტია.

აშშ-ს ელჩმა საქართველოში განაცხადა, რომ: „ეს არის კიდევ ერთი მაგალითი და სიმბოლო აშშ-ს მხარდაჭერისა საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მიმართ. ეს უდიდესი გემი არის სიმბოლო იმისა, თუ როგორ შეუძლია აშშ-ს ძალების მობილიზება მთელს მსოფლიოში. მიხარია, რომ საქართველოში ყოფნის ბოლო კვირას საშუალება მომეცა მონაწილეობა მიმეღო ამ ღონისძიებაში”.

როგორც მოგეხსენებათ საქართველო, აშშ-სთან ერთად წელს იქყებს მრავალეროვნულ წვრთნებს.

„ჩვენ წელს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან პროგრამას და ასევე მრავალეროვნულ წვრთნებს,“-განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

«სალომე ზურაბიშვილმა დათუნა მეორედ მოგვიკლა»-ოთხმეზურების ოჯახის განცხადება სკანდალურ შეწყალებაზე (ვიდეო)

გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაანონსებული 16 დეკემბრის აქციის ლოკაციად თელავიც განიხილება (ვიდეო)

Joni Kvaracxelia

«კი ევროპას, არა რუსულ კანონს»-რუსთაველზე მასშტაბური საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. (ფოტოები)

roma sajaia

დატოვე კომენტარი