სხვადასხვა

ბათუმის მერიამ მეჩეთის მშენებლობის ნებართვაზე მუსლიმ თემს უარი განუცხადა-სასამართლო დავა გრძელდება

ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვის საკითხზე მუსლიმ თემსა და ბათუმის მერიას შორის მიმდინარე სამართლებრივ დავასთან დაკავშირებით ბათუმის საქალაქო სასამართლოში დასკვნითი სხდომა იმართება.

„მე გაოგნებული ვარ, მერიის ადმინისტრაციის თანამშრომლების მხრიდან, არავითარი სითბო და სურვილი საკითხის მოგვარების არ გამოიკვეთა. მერია გვთავაზობს ჩვენი მიწა გადავცეთ სახელმწიფოს, მაგრამ ჩვენ წინააღმდეგი ვართ, ჩვენ გვინდა საქმე ჩვენი ნდობით აღჭურვილმა პირებმა მიიყვანონ ბოლომდე. საქართველოში 32 რელიგიური გაერთიანებაა, კონსტიტუციით ყველას აქვს უფლება, ააგოს საკულტო ნაგებობა. ჩვენ, მუსლიმები მზად ვართ, ჩვენი ტერიტორიაც კი, დავუთმოთ ნებისმიერი აღმსარებლობის ადამიანებს, მაგრამ გაოგნებული ვართ, ჩვენ, საკუთარ მიწაზე რატომ გვეუბნებიან უარს, მაშინ, როცა იგივე ტერიტორიაზე რვა საკულტო ნაგებობაა“, – მიმართა მოსამართლეს მეჩეთის მშენებლობის ფონდის ხელმძღვანელმა ნოდარ პაქსაძემ.

მუსლიმი თემის ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (იემსი) იცავს. ორგანიზაციის წარმომადგენლები დისკრიმინაციულ მიდგომაზეც საუბრობენ. მათი შეფასებით, ადგილი აქვს რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის შესაძლო ფაქტს, რადგან ანალოგიურ შემთხვევებში სხვა რელიგიურ მიმდინარეობას არ ექმნება პრობლემები.

ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობას მუსლიმი თემი წლებია ითხოვს. მათ საკუთარი სახსრებით შეიძინეს მიწის ნაკვეთიც, თუმცა ბათუმის მერიამ მშენებლობის ნებართვის პირველივე ეტაპზე, მუსლიმ თემს უარი განუცხადა. სწორედ ეს გადაწყვეტილება გასაჩივრდა სასამართლოში.

პირველი არხი

Loading…

მსგავსი პოსტები

ერაყსა და სირიაში დამარცხების შემდეგ ისლამური სახელმწიფოსთვის მებრძოლებმა საკუთარ ქვეყნებში დაბრუნება დაიწყეს  

Joni Kvaracxelia

მორიგი მიწისძვრა საქართველოში

3 760 500 ლარი, რომელსაც გოგა ხაინდრავა საქართველოს ბიუჯეტში არ იხდის

დატოვე კომენტარი