პოლიტიკა

ბათუმის იუსტიციის სახლმა დღეიდან მუშაობა დაიწყო

ბათუმის იუსტიციის სახლმა მუშაობა 14 სექტემბერს განაახლა.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, მომხმარებლები სერვისებს კვლავ ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის პრინციპით მიიღებენ, რაც პორტალ MY.GOV.GE-ზე უკვე დღეიდან იქნება შესაძლებელი.

«გარდა ვიზიტის წინასწარი დაჯავშნისა, მომხმარებელს კოვიდინფექციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული მოთხოვნების მკაცრად დაცვა მოუხდება. მომხმარებელი, მომსახურების სივრცეში, თერმოსკრინინგის გავლის შემდეგ, მხოლოდ პირბადით დაიშვება, რომელიც შენობის დატოვებამდე წესების დაცვით უნდა ჰქონდეს სახეზე მორგებული. პრევენციის მიზნით, კვლავ შეზღუდული იქნება მომსახურების დარბაზში მცირეწლოვანი ბავშვებით და იმ თანმხლები პირებით შესვლა, რომლებიც არ წარმოადგენენ ამა თუ იმ სერვისის მონაწილე მხარეებს. მომხმარებლის ინტერესის გათვალისწინებით, წინასწარი დაჯავშნის გარეშე, მხოლოდ გარდაცვალების მოწმობის მიღება იქნება შესაძლებელი»,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

იაპონიისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტერბის შორის სატელეფონო საუბარი შედგა

პირველი არხის დირექტორი, ვასილ მაღლაფერიძე თანამდებობიდან გადადგა

Joni Kvaracxelia

«ტანგო თუ ბრეიკ-დანსი»: რას ელოდებიან რუსეთში პუტინისა და ბაიდენის პირველი შეხვედრიდან

დატოვე კომენტარი