ტრაგედია აღაიანში, 7 თვის მოკლული ჩვილის მამა საზარელი შემთხვევის დეტალებს იხსენებს.
მოკლულის მამა მიხეილ დვალიშვილი ჰყვება, რომ ტრაგედიის ღამეს მას გაეღვიძა და ნახა, რომ მისი მეუღლე სახლიდან წასული იყო და ბავშვი გარდაცვლილი დახვდა.
«ცუდი ამინდიც იყო გარეთ და შემოვედი სახლში, რომ ჩავიცვამ მეთქი თბილად და წავედი და მოვძებნი მეთქი სადმე. ბავშვს კიდევ დავხედე, ბავშვი აქ იყო, არ ვანთებდი სინათლეს, რომ არ გავაღვიძო მეთქი, მეუღლე მოვძებნო თუ ბავშვს მივხედო მეთქი. ამ შეშინებულზე კი ავანთე შუქი და შემოვედი. ქურთუკი, რომ ავიღე რომ მომეცვა. გადმოვხედე ბავშვს რომ თეთრად ჰქონდა, დუჟი ჰქონდა ამოსული და ვიფიქრე, რომ საჭმელი გაქვს მეთქი ამოღებული მოვწმინდავმეთქი ამ ბავშვს ამ დუჟს. რომ მივედი ადიელა გადავხადე და გარდაცვლილი იყო უკვე ბავშვი,»-განაცხადა მოკლული ბავშვის მამამ.