ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე

0
177

ზაფხულის პირველი დღე 1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ამ დღესასწაულს მთელს მსოფლიოში აღნიშნავენ და რა თქმა უნდა, საქართველოც არაა გამონაკლისი.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე დააწესა 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ.

1950 წლიდან აღინიშნება ყოველწლიურად 1 ივნისს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.

პირველად ბავშვთა დაცვის დღე აღნიშნეს 1959 წელს და ამ დღესასწაულმა მსოფლიოს 51 ქვეყანა მოიცვა.

ბავშთა დაცვის საერთაშორისო დღეს საკუთარი დროშაც კი გააჩნია, რომელიც მსოფლიოს 30-ზე მეტმა ქვეყანამ სცნო. ეს მწვანე ფერის დროშაა, რომლის ცენტრშიც გამოსახულია დედამიწა და მის გარშემო 5 სხვადასხვა ფერის ადამიანის ფიგურაა.

დროშის მწვანე ფერი – ეს ჰარმონიის, სიცოცხლის და ნაყოფიერების ფერია. ის გვახსენებს, რომ ჩვენს გარშემო ცოცხალი, კეთილად განწყობილი სამყაროა და ეს ყველაფერი შექმნილია იმისთვის, რომ ნორმალური დამოკიდებულება გვქონდეს და ვზრუნავდეთ მასზე.

დედამიწა – ეს ჩვენი საერთო სახლია, მისი ლურჯი ფერი სამყაროზე და იმ ერთიანობაზე მიგვანიშნებს, რომელიც მხოლოდ გაგებითა და სიყვარულით მიიღწევა.

ხუთი ფერის ადამიანის ფიგურა კი სხვადასხვა რასის ხალხს გვახსენებს. რომელთა შორის მხოლოდ მეგობრული კავშირი უნდა იყოს და არავითარ შემთხვევაში – მტრული. მათი ფეხების შეერთებისას წარმოქმნილი ვარსკვლავი კი ის დადებითი სხივია, რომელიც მსოფლიოს ადამიანთა კეთილგანწყობილი და მეგობრული ურთიერთობისას იკაშკაშებს.

ხუთი სხვადასხვა ფერის წრე იმისი სიმბოლოა, რომ მთელს კაცობრიობას ერთი საწყისი აქვს.

ჩვენი გამოცემის სახელით ყველა ბავშვს ვულოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, ვუსურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, საინტერესო და თავგადასავლებით სავსე მომავალს.

თითოეული ბავშვი ერთმანეთისგან განსხვავებულია, თითოეულ მათგანს კი აერთიანებთ უფლებები, სწორედ ამ უფლებების დაცვის გააზრება მნიშვნელოვანი და საჭირო.

ვანო გომურაშვილი

http://paqtebi.ge

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ