სოცქსელი

«ბავშვები გვიკვდებიან შიმშილით…ამ დროს გამოდის “ქართული მარშის” ლიდერი და ამბობს: ” სისხლის უკანასკნელ წვეთამდე შევებრძოლებით ლგბტ-ებს” მეტი საბრძოლველი ვერაფერი ნახე შე *ლეო?»

«ფეისბუქ»  ერთ-ერთი მომხმარებელი ცაბუნია ვართაგავა სოციალურ ქსელში «ქართული მარშის»  ერთ-ერთი ლიდერის სანდრო ბრეგაძის განცხადებას გამოეხმაურა:

«ამდენი პრობლემაა ქვეყანაში… ბავშვები გვიკვდებიან შიმშილით, გაუმართავი გაზგაყვანილობის გამო ლამის ყოველდღე იხოცება ხალხი, ან ერთმანეთს კლავენ, ან ავტოავარიები გვართმევს მათ სიცოცხლეს. მოსახლეობის შრომისუნარიანი ნაწილი ლუკმა-პურის საშოვნელად იძულებულია საზღვარგარეთ წავიდეს, ახალგაზრდებიც მიდიან, აქ რომ ვერ იპოვეს თავი. იტაცებენ ჩვენს მოქალაქეებს “საზღვრისპირა” სოფლებიდან. გაუსაძლისი ხდება ამ სოფლებში ხალხის ცხოვრება, საქონელი ვერ გაურეკავთ საძოვარზე, არ იციან, უკან დაბრუნდებიან თუ არა, მცოცავი ოკუპაცია გრძელდება. ვიღაცას სახლიდან აგდებენ, ცემენ, კლავენ, სამსახურში არ იღებენ რაიმე ნიშნით განსხვავებულობის გამო. უამრავი ადამიანის უფლება ილახება ყოველდღიურად, ვისთვისაც უნდა ვიბრძოლოთ და არ გავჩერდეთ.
ამ დროს გამოდის “ქართული მარშის” ლიდერი და ამბობს: ” სისხლის უკანასკნელ წვეთამდე შევებრძოლებით ლგბტ-ებს” მეტი საბრძოლველი ვერაფერი ნახე შე *ლეო?»-წერს ცაბუნია ვართაგავა.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

«ჩემს პატიმრობას დიდი სიამოვნებით შევწირავ ჩემი სამშობლოს თქვენგან სამუდამოდ გათავისუფლებას»-ნიკა გვარამია

«გადამწყვეტი დრო ახლოვდება, გადამწყვეტი ბრძოლები გველის, ყველანი ვნერვიულობთ და განვიცდით ბევრ რამეს, არ გვინდა ძველი შეცდომების განმეორება… «

Joni Kvaracxelia

«ვაი თქვენს სუნთქვას, რომ სუნთქვა ქვია და ჩემი ბიჭისას უსუნთქობა!!!»-14 წლის ლუკა ბასილაძის დეიდა ემოციურ მიმართვას ავრცელებს

დატოვე კომენტარი