სკანდალი

ბადრი ჯაფარიძე დუმილს არღვევს-გახარიამ მუქარის წერილი გადმომცა

„ლელოს“ ლიდერმა  ბადრი ჯაფარიძემ დუმილი დაარღვია და გიორგი გახარიას მიერ მუქარის შემცველი წერილი გაასაჯაროვა.

ჯაფარიძის განცხადებით, გიორგი გახარიამ ეს წერილი პირადად გადასცა.

“ყოველთვის ჩვენ ვამბობდით, რომ არანაირი შუამავალი არ არსებობდა. ეს იყო ჩვენთვის გადმოცემული წერილი. ვიყავით ადრესატები მე და მამუკა. მან წერილი გადმომცა პირადად მე. სად და როგორ შევხვდით, ეს პროკურატურამ უნდა გადაამოწმოს. პროკურატურას აქვს გადაცემული წერილი, ასევე, ბრიტანეთის ლაბორატორიის მიერ გამოვლენილი თითის ანაბეჭდები. ყველა შესაძლებლობა ჰქონდა წლიწადნახევრის განმავლობაში პროკურატურას, რომ თუნდაც მე, ან მამუკა გამოვეძახებინეთ, დაესვათ კითხვები და ჩვენ აუცილებლად პასუხებს გავცემდით, მაგრამ ფაქტი ერთია, არაფერი სიახლე მე არ მითქვამს. ბატონმა გახარიამ გადმოგვცა ეს წერილი, რომელიც შეიცავდა მუქარას”-განაცხადა  ჯაფარიძემ.

Loading…

მსგავსი პოსტები

“ღარიბაშვილის ფრთა ისევ დამარცხდა !”

Joni Kvaracxelia

დაპირისპირება სოფელ ცეცხლაურში. უკანონოდ ჩამორთმეული სახნავ-სათესი მიწები

სკანდალი! – რა კავშირი აქვს აფხაზეთის მთავრობის თავ-რეს, რუსლან აბაშიძეს აფხაზ სეპარატისტებთან?

დატოვე კომენტარი