განცხადება/მიმართვა

“ახლა ძალიან მოკლედ დავწერ…”-ნიკა მელიას წერილი ციხიდან

“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ნიკა მელია ციხიდან წერილს ავრცელებს, paqtebi.ge აღნიშნულ წერილს უცვლელად გთავაზობთ:

“გამარჯობა,
ახლა ძალიან მოკლედ დავწერ, მომდევნო დღეებში კი – უფრო ვრცლად.
1. გამოსასყიდი თანხა 1 ლარიც რომ მქონდეს გადასახდელი, არ გადავიხდი და ყველა ენთუზიასტს (იქნება ის უცხოელი თუ სხვა) დაბეჯითებით ვთხოვდი, ეს ალტრუისტული სურვილები, რომ ჩემი გამოსასყიდი თანხა თავად გადაიხადონ, წარსულს ჩააბარონ.
2. სანამ რამე ფორმითა და რამე ფორმატში ჩემს გათავისუფლებაზე შედგება მსჯელობა, მე რუსთავის N12 ციხიდან უნდა გავიგო და დავინახო, რომ გიორგი რურუა უკვე სახლშია.
და ბოლოს, ძალიან პრინციპულად მსურს გავიმეორო:
თეორიულად ყველა შესათანხმებელ საკითხზე რომც მოხერხდეს შეთანხმება, ივანიშვილი ჩემი გამოსასყიდი თანხით ვაჭრობას ვერ ეღირსება!
ყველაფერი მაგრად იქნება, მთავარია, არ დავიღალოთ და არ ვიწუწუნოთ!”

Loading…

მსგავსი პოსტები

ჩვენ ახლა უკეთ ვუმკლავდებით ვირუსს – თენგიზ ცერცვაძე

ვიმედოვნებ, რომ 8 მარტის შეთანხმების სულისკვეთება აღდგება – კარლ ჰარცელი

ნიკა გვარამიას ემოციები, როდესაც მან სოხუმში თავისი სახლი ნახა (ვიდეო)

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი