სოცქსელი

„ახლა უცნობი გოგონას ხელი მიჭირავს ხელში..რომელმაც გადაწყვიტა, რომ დაგვტოვოს და წავიდეს…»

მამა პეტრე(კვარაცხელია) სოციალურ ქსელში წერს:

„ახლა უცნობი გოგონას ხელი მიჭირავს ხელში,
ვერ გაუძლო ტრამვებს, ზეწოლას, საზოგადოებრივ აგრესიას, სიძულვილის ენაზე საუბარს… მოიფიქრა, რომ სიკვდილი გამოსავალია…
შემთხვევით (სინამდვილეში შემთხვევით არაფერი ხდება) მეგობარმა მიაკითხა, ბუნებრივი აირის სუნმა ლამის ფატალურად დაამთავრა ყველაფერი…
ყველას არ შეუძლია ძლიერი იყოს. ნუ მოვკლავთ ერთმანეთს… ნურც თავს მოვიკლავთ… ჩვენი თმის ღერიც უფალს ეკუთვნის…
მის მეგობარს მეორე მეგობარმა დაურეკა და გოგონამ ტელეფონიდან ხმა რომ მოისმინა, ჩემს ხმას მიამსგავსა… მერე დამიკავშირდნენ, გიკითხაო…
ასე გავიცანი, ლამის ბოლო მატარებელს აკიდებული მგზავრი…
მეტად გავუფრთხილდეთ ერთმანეთს… არავის სჭირდება ყელში ამოსული მორალის კითხვა… სითბო და სიყვარული იხნის ნებისმიერ ჩვენგანს!..“-წერს მამა პეტრე

ფაქტები.ჯი

loading…


მსგავსი პოსტები

«გიყურებ დედი სურათებში,ვსუნავ შენს ხალათს,პიჟამოებს,ვტირი შენს საწოლზე…ვიძინებ იმედით,სიზმრად მაინც გნახო»-ლაგოდეხში ექსკურსიისას დაღუპული 16 წლის გოგონას დედის ემოციური წერილი

«თუ დაღუპული ოჯახი შეგეცოდა, ნაციონალი ხარო, ფასების გაძვირება შეამჩნიე ნაციონალი ხარო, ოეე… ოცნება !!! თუ ხედავთ, რომ ამ ქვეყანაში ყველა გაანაციონალეთ ?!»-გამყრელიძე

«ეს არველაძე, რომ ჩააყოლო საფლავში გუშინდელ დამწვარ ბავშვებს მადლი იქნება…გადაჭამეს ქვეყანა, ვეღარ ძღებიან»-დეკანოზი ილია ჭიღლაძე

დატოვე კომენტარი