განცხადება/მიმართვა

“ახლა ეს საფრთხე რეალურია…რუსეთი განაგრძობს აგრესიულ ომს უკრაინასთან”

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ რუსეთი არა მხოლოდ უკრაინას ესხმის თავს, არამედ არღვევს ევროპის მშვიდობასა და სტაბილურობასაც.

“უკვე ორი წელია, რუსეთი განაგრძობს აგრესიულ ომს უკრაინასთან. ჩვენ საზღვრების დაცვას მოლაპარაკებებით ვცდილობთ, რასაც რუსეთი უხეში ძალით არღვევს. რუსეთი არა მხოლოდ უკრაინას ესხმის თავს, არამედ არღვევს ევროპის მშვიდობასა და სტაბილურობასაც.

ერთადერთი სწორი დასკვნა ამ სიტუაციაში უკრაინის მხარდაჭერაა და ჩვენ გავაგრძელებთ ამას იქამდე, ვიდრე საჭირო იქნება. გერმანიამ და მთლიანად ევროპამ მაქსიმალური ძალებით უნდა დავიცვათ თავი. ვიცი, ზოგიერთისთვის ამ სიტყვების მოსმენა გერმანიის კანცლერისგან უცნაურია, რადგან ჩვენი ქვეყანა დიდი ხანია ასეთ კრიტიკულ მდგომარეობაში არ ყოფილა, მაგრამ ახლა ეს საფრთხე რეალურია და ჩვენ მოკავშირეებთან ისე უნდა გავძლიერდეთ, რომ ევროპაზე თავდასხმა ვერავინ გაბედოს,” – განაცხადა  შოლცმა

მსგავსი პოსტები

“რუსეთის მიმართ ძალიან მაამებელი გზავნილია”-ქადაგიშვილი პენტაგონის გადაწყვეტილებაზე

roma sajaia

“მავნებელი ხელისუფლება ხართ…ბანდიტების ხელში ხართ, ხალხო“-ნიკა მელია”ქართულ ოცნებას”

“შევეცდები, რომ საქართველოს ჰიმნი ავაჟღერო მოსკოვში…”-ლაშა ტალახაძე

დატოვე კომენტარი