განცხადებებიომი უკრაინაში

ახლა არის მომენტი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გასაორმაგებლად- რიში სუნაკი

დიდი ბრიტანეთი ყოველთვის იქნება თავისუფლების, დემოკრატიის და კანონის უზენაესობის მხარეს. ევროპის კონტინენტის უსა ფრთხოება ჩვენთვის ყოველთვის პრიორიტეტი იქნება. ამის ყველაზე საუკეთესო მაგალითი უკრაინაში არსებული ომის დროს დიდი ბრიტანეთის პასუხია, — ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა განაცხადა.

„დიდი ბრიტანეთი მსოფლიოში პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც უკრაინისთვის ტანკებია გადაცემა დაიწყო. დიდი ბრიტანეთი პირველი ქვეყანა იყო მსოფლიოში, რომელმაც უკრაინელი პილოტების გაწვრთნა დაიწყო. მოკავშირეებსაც შეუძლიათ მსგავსი ისტორიები მოჰყვნენ და კოლექტიური თავდაცვაა არის ის, რაც ცვლილებებს იწვევს. რუსული სამხედრო ძალების მოქმედებას ყოველდღიურად მოაქვს ტანჯვა, ტკივილი და ამის დასრულების ერთადერთი გზა უკრაინის ომში გამარჯვებაა. ჩვენ გვჭირდება სამხედრო სტრატეგია, რათა უკრაინას ჰქონდეს ბრძოლის ველზე გადამწყვეტი, უპირატესობა, მოიგოს ომი და ასევე პოლიტიკური სტრატეგია მშვიდობის მისაღწევად. იმისათვის რომ უკრაინამ ომში გამარჯვება მოიპოვოს, აუცილებელია მივაწოდოთ იარაღი, საჰაერო თავდაცვის სისტემები. ახლა არის მომენტი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გასაორმაგებლად. როდესაც პუტინმა დაიწყო ომი, მაშინ მან ჩვენი ერთობა არასწორად გათვალა. ახლაც კი, პუტინი ფსონს იმაზე დებს, რომ ნერვები გვიმტყუნებს, მაგრამ ჩვენ მას საპირისპირო დავუმტკიცეთ და მას მომავალშიც ვაჩვენებთ, რომ ის ცდება.

უახლოეს თვეებში ჩვენ ყველა ერთად მივაწვდით უკრაინას იმაზე მეტ იარაღს, ვიდრე 2022 ში გადავეცით. დიდი ბრიტანეთი იქნება მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელიც უკრაინას შორი მოქმედების იარაღს გადასცემს. ვმუშაობთ მოკავშირეებთან, რათა გადავცეთ უკრაინას ყველაზე თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემები და ისე გავაძლიეროთ უკრაინის საჰაერო ძალები , რომ მათ შეძლონ საკუთარი ტერიტორიის დაცვა. რათქმაუნდა, დიდი ბრიტანეთი მზადაა გაწვრთნას უკრაინელი პილოტები, რათა მათ მართონ ყველაზე თანამედროვე საბრძოლო თვითმფრინავები.

ბრიტანეთი აკეთებს ყველაფერს, რომ უკრაინას ჰქონდეს შესაძლებლობა უზრუნველყოს უსაფრთხოება გრძელვადიან პერიოდში. იმისათვის რომ მშვიდობას მივაღწიოთ, აუცილებელია საერთაშორისო წესრიგის თავიდან გააზრება, რასაც ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოება ეფუძნება. მთელმა მსოფლიომ უნდა უზრუნველყოს, რომ რუსეთმა აგოს პასუხი ჩადენილ დანაშაულზე. რუსეთმა უნდა აგოს პატივი ომის დანაშაულზე ბუჩაში, მარიოპულში, ირპენში და სხვა ქალაქებში. რუსეთმა პასუხი უნდა აგოს იმ ქმედებებზე, რომლებმაც დამანგრეველი შედეგი ჰქონდა. დიდი ბრიტანეთი უმასპინძლებს უკრაინის რეკონსტრუქციის საერთაშორისო კონფერენციას ივნისში. ცივი ომის შემდგომმა შეთანხმებებმა უკრაინა დააზარალა ამიტომ გვჭირდება ახალი სტრატეგია გრძელვადიანი მშვიდობისთვის. ეს ეხება ყველაფერს ადამიანი უფლებების დაცვიდან დაწყებული ბირთვული მუქარის ჩათვლით. საქართველოდან და მოლდოვამდე რუსეთის მიერ ჩადენილ დარღვევას დარღვევა მოჰყვა იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც კოლექტიური უსაფრთხოების მიღმა არიან და საერთაშორისო საზოგადოების პასუხი საკმარისად მკაცრი არ იყო. როგორც იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, უკრაინა გახდება ნატოს წევრი. მაგრამ ვიდრე ეს მოხდება, ჩვენ გვჭირდება უკრაინის უსაფრთხოების განმტკიცება. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ დემონსტრირება, რომ ვიქნებით მათ მხარეს ბოლომდე, რათა დაიცვან საკუთარი ქვეყანა. უკრაინას სჭირდება და იმსახურებს ამ მხარდაჭერის გარანტიებს“, — განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა,

Loading…

მსგავსი პოსტები

ხალხმა ყველგან უნდა დაგვინახოს-ნიკა მელია

«პუტინი უნდა დამარცხდეს»-ბორის ჯონსონი

roma sajaia

ზელენსკის საგანგებო განცხადებას ავრცელებს!

დატოვე კომენტარი