განცხადებები

«ახლა ალიანსის ჯერია, გადადგას შემდეგი ნაბიჯი და საქართველო ნატო-ს წევრად მიიწვიოს“- ბენ ჰოჯესი

ევროპაში ამერიკის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი, გენერალი ბენ ჰოჯესი „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადებას აკეთებს:

„ვფიქრობ, ნატო-მ მომავალ სამიტზე საქართველო ალიანსში უნდა მიიწვიოს. მე ამის მტკიცედ მჯერა, მაგრამ ვიცი, რომ ამ მოსაზრებას ბევრი არ იზიარებს. არსებობს შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის ჯარი საქართველოს 20 პროცენტის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას აგრძელებს. მაგრამ ნატო-ში ასეთი ქვეყნის გაწევრიანების პრეცედენტი არსებობს. ეს გერმანიაა. აღმოსავლეთ გერმანია საბჭოთა კავშირის ასობით ათასი ჯარისკაცის ოკუპაციის ქვეშ იყო, მაგრამ ამის მიუხედავად, ალიანსმა გერმანია წევრად მიიღო. ამის გამო, ვფიქრობ, საქართველოსთან დაკავშირებითაც შეიძლება საქმის გადაჭრა“

„საქართველომ ყველაფერი გააკეთა, რაც მოეთხოვებოდა. სხვა დასამტკიცებელი არაფერი დარჩა. საქართველოს მამაცმა ჯარისკაცებმა დიდი მსხვერპლი გაიღეს ავღანეთში. ყველას, ქართველებთან ერთად ბრძოლა უნდა იმის გამო, რომ ისინი ასეთი კარგები არიან. ასე რომ, თქვენ დასამტკიცებელი აღარაფერი დაგრჩათ. ახლა ალიანსის ჯერია, გადადგას შემდეგი ნაბიჯი და საქართველო ნატო-ს წევრად მიიწვიოს“, –განაცხადა გენერალმა ბენ ჰოჯესმა .

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

დოდო გუგეშაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრს მის ოჯახზე თავდასხმისა და შვილის მკვლელობის საქმის პირად კონტროლზე აყვანის თხოვნით მიმართავს

მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დირექტორი თინათინ რუსაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს

ლუკაშენკომ არჩევნების ჩატარების პირობა დაასახელა

დატოვე კომენტარი