“ახალ ლიდერთა ინიციატივა” დროებით აჩერებს მუშაობას

0
159

საქართველოს მეგობარი აშშ-დან, ქრისტინა ფუშაუ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს პოსტს სადაც ვკითხულობთ, რომ:

“მსურს ავღნიშნო რომ “ახალი ლიდერების ინიციატივა” დროებით შეაჩერებს მოღვაწეობას 13 აგვისტოდან, რადგან მოახლოვებულია არჩევნები და ვფიქრობთ, რომ რესურსების მობილიზება აუცილებელია მიზნის მისაღწევად.
თუ თქვენ ნახავთ პოსტებს “ახალი ლიდერების ინიციატივის” სახელით, მათ შორის აჭარის NLI, გთხოვთ იცოდეთ რომ არ აქვს კავშირი ორგანიზაციასთან. ერთად-ერთ გამონაკლისს წარმოადგენს NLI ფოთი, (Poti NLI) სადაც გვყავს ახალგაზრდები რომლეთაც ასაკი არ უწყობს ხელს რომ ჩაერთოდ საარჩევნო პროცესში, მაგრამ აქვთ არაჩვეულებრივი იდეები და პროექტები. მე განვაგრძობ მათ მხარდაჭერას შესაძლებლობების ფარგლებში.
პროექტ “საქართველოში უნდა გათენდეს” ფარგლებში შეგროვებული ინფორმაცია გამოყენებული იქნება წინასაარევნოდ ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობის მოტივაციისა და არჩევნებში ჩართულობის უზრუნველსაყოფად.
რაც შეეხება “ახალი ლიდერების ინიციატივას” ოფიციალურ განცხადებას გავაკეთებ არჩევნების შემდგომ, მაგრამ წინასწარ გეტყვით იმას რომ გვექნება რებრენდინგი და გახდება პლატფორმა ამერიკის ფასეულობებისა და კულტურის წინ წამოსაწევად საქართველოში.
– NLI Director, Christina Pushaw” – წერს ფუშაუ.

paqtebi.ge

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ