განცხადებები

ახალწვეულის ცემისა და ფულის გამოძალვის გამო სამხედრო პოლიციამ 2 პირი დააკავა

აღნიშნული ინფორმაციით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციამ ახალწვეულის ცემისა და  ფულის გამოძალვის გამო, ორი პირი დააკავა.

ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„საქმე ეხება მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში” სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეთა შორის მომხდარ ფიზიკური ძალადობისა და გამოძალვის ფაქტს. დაკავება განხორციელდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინების საფუძველზე. უახლოეს საათებში ბრალდებულებს ჩადენილი დანაშაულისთვის წარედგინებათ ბრალი, ხოლო მოგვიანებით თბილისის საქალაქო სასამართლო იმსჯელებს მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე“, – აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

ფაქტები.ჯი

loading…


მსგავსი პოსტები

სახალხო დამცველი დმანისში  მომხდარ დაპირისპირების შესახებ საგანგებო განცხადებას ავრცელებს

roma sajaia

«ვინც ვაქცინას გაიკეთებს, იმას არ უარვყოფ – ზიარებაზეც დავუშვებ»-მეუფე ანტონი

roma sajaia

გაერთიანებული ოპოზიცია საყდრისს ესტუმრა

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი