23 ივნისს ახალციხე-ნინოწმინდის გზაზე მოძრაობა პერიოდულად შეიზღუდება, — ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, განხორციელდება ფერდობებიდან ლოდების ჩამოწმენდის სამუშაო მეკლდეურების მეშვეობით, რისთვისაც საჭიროა ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვა 20-წუთიანი ინტერვალებით.
„შპს „ჯავახავტოგზა“, 23 ივნისს გეგმავს საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის, სომხეთის რესპუბლიკის საზღვარზე, საავტომობილო გზის 33კმ-66კმ მონაკვეთზე, ფერდობებიდან ლოდების ჩამოწმენდას მეკლდეურების მეშვეობით. სამუშაოთა წარმოების პროცესში, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, აღნიშნულ მონაკვეთებზე დღის განმავლობაში, საჭიროა ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვა 20-წუთიანი ინტერვალებით.
Loading…