სხვადასხვა

ახალი რეგულაციები საცურაო აუზებსა და სპორტდარბაზებში

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, საცურაო აუზებისა და სპორტდარბაზების გასახსნელად ახალი პროტოკოლების შემუშავება იქნება საჭირო.

„საცურაო აუზებისა და სპორტდარბაზების გასახსნელად ახალი პროტოკოლების შემუშავება მოგვიწევს. სტანდარტული პროცედურები შეიცვლება, რათა უზრუნველყოფილი იყოს უფრო მეტი უსაფრთხოება. გასაგებია, რომ თითოეული სპორტის სახეობის მიხედვით, თითოეული სპორტდარბაზისა და საცურაო აუზის თავისებურებების მიხედვით ამ დაწესებულებებმა თავიანთი პროტოკოლები უნდა შეიმუშაონ, მაგრამ ზოგადი წესები იქნება იგივე — შეძლებისდაგვარად დისტანცირება და ზოგადი ჰიგიენის წესების დაცვა“, — განაცხადა ზახაშვილმა.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

ზუგდიდში დედა-შვილს მსუბუქი მანქანა დაეჯახა

ფოთი-გრიგოლეთის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

«მთავარი არხის» ჟურნალისტს ეთერში ჩართვის დროს ხელი შეუშალეს-უკიდურესი დაძაბულობა «ევროპული საქართველოს» ოფისთან (ვიდეო)

დატოვე კომენტარი