როგორც ცნობილია უკვე რამდენიმე დღეა ქართულ-ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციის „ახალი ლიდერების ინიციატივა” მოსახლეობას უსასყიდლოდ ურიგებს პირბადეებს და სადიზინფექციო საშუალებებს თბილისში, მიხეილ სააკაშვილის ბიბლიოთეკაში. ხვალ კი (NLI) ქუთაისის ოფისი ატარებს საქველმოქმედო აქციას.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციის გათვალისიწინებით ორგანიზაციებმა გადაწყვიტეს ქ. ქუთაისში მოსახლეობას სრულიად უსასყიდლოდ გადასცენ დამცავი ნიღბები, სადეზინფექციო ხსნარი და ხელთათმანები იმ ადამიანებს, რომელთაც არ აქვთ მათი შეძენის საშუალება. გაცემა დაიწყება 11:00 საათიდან, მისამართი: ტ.ტაბიძის ქ.N28 ( უნივერსიტეტის უკან.ლექტორების ბინის მიმდებარედ) ასევე ხვალ განახლდება თბილისშიც სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში აღნიშნული ჰიგიენური საშუალებების გაცემა.
