ქართულ-ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალი ლიდერების ინიციატივის” წევრებმა გუშინ, საკორინთლოში, საოკუპაციო ხაზთან გააპროტესტეს გასული წლის 20 ივნისის მოვლენები. ასევე “ახალ ლიდერთა ინიციატივის” წევრებმა ქართველ ემიგრანტთა მხარდაჭერით სოფელ საკორინთლოში ათეულობით ოჯახს გადასცეს საკვები და პროდუქტები
შეგახსენებთ რომ 2019 წლის 20 ივნისს ხელისუფლებამ მშვიდობიანი ანტისაოკუპაციო, ანტირუსული აქცია სპეცრაზმის გამოყენებით – წყლის ჭავლით, რეზინის და ე. წ. დათვის, წითელი რაკეტისებრი ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით დაშალა. დაშავდა ათობით ადამიანი, მათგან 38 ჟურნალისტი. ორმა მოქალაქემ თვალიც დაკარგა. თუმცა ხელისუფლება აცხადებს, რომ დემონსტრანტები სახელმწფო გადატრიალებას გეგმავდნენ. 20 ივნისის აქცია მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდა რუსი დეპუტატი, სერგეი გავრილოვი.

თამარ ქუთათელაძე
