პრეზიდენტმა ხელი მოაწერა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანას, რაც მთავრობას უფლებას აძლევს, შეზღუდვები საგანგებო მდგომარეობის გარეშეც დააწესოს. «მე, როგორც კონსტიტუციის გარანტი, პასუხისმგებელი ვარ დავიცვა ადამიანის ძირითადი უფლებები, რაც მოიცავს ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლებას. ამ უკანასკნელი უფლების დასაცავად, საგანგებო მდგომარეობის გაუქმების გამო, საჭირო გახდა კანონით გარკვეული შეზღუდვების შენარჩუნება, ისე, რომ არ შეილახოს ადამიანის სხვა ძირითადი უფლებები. წარმოდგენილი კანონით ეს რთული ბალანსი დაცულია. მნიშვნელოვანია, რომ ეს კანონი ასევე ადგენს, აღსრულების პროცესში, შეზღუდვის მიზნობრიობის და პროპორციულობის აუცილებლობას», — განაცხადა ზურაბიშვილმა.
Loading…