ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი ჯასინდა არდერნი ოთხდღიანი სამუშაო კვირის შემოღების ინიციატივით გამოდის. პრემიერი თვლის, რომ გახანგრძლივებული დასვენების დღეები მოსახლეობას საშუალებას მისცემს, ქვეყნის შიგნით იმოგზაურონ, რაც შიდა ტურიზმის განვითარებისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.
„მესმის, ბევრი ადამიანი საუბრობს, რომ ჩვენ ოთხდღიანი სამუშაო კვირა უნდა გვქონდეს. საბოლოოდ ეს დამსაქმებლებისა და დასაქმებულებს შორის მოსაგვარებელი საკითხია. ნამდვილად მოვუწოდებდი დამსაქმებლებს, იფიქრონ ამ შესაძლებლობაზე“, – განაცხადა ახალი ზელანდიის პრემიერმა.
ჯასინდა არდერნი ახალ ზელანდიაში ყველაზე პოპულარული ლიდერია, განსაკუთრებით „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ბრძოლაში მიღწეული შედეგის გამო. ხუთმილიონიან ქვეყანაში ვირუსის 1 503 შემთხვევაა დაფიქსირებული, დაღუპულია 21 ადამიანი.